ქვემო მლეთაში დაკარგულ გურამ დადიანიძეს ამ დრომდე ეძებენ

სოფელ ქვემო მლეთაში დაკარგულ 17 წლის გურამ დადიანიძეს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დუშეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლმა, ქეთევან წიკლაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, გურამ დადიანიძე ახლობლებთან ერთად ლომისობას წმინდა გიორგის ტაძარში იმყოფებოდა და უკან, ცენტრალურ ტრასამდე მათთან ერთად დაბრუნდა. ახალგაზრდა სოფელ ქვემო მლეთას ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

"როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, ისინი ექვსნი იყვნენ, ერთად ჩამოვიდნენ ცენტრალურ ტრასამდე და შემდეგ გურამ დადიანიძე სადღაც გაქრა. მის კვალს ვერ მიაგნეს. ჯერ თავად ახლობლები ეძებდნენ და რომ არ გამოჩნდა, ჟინვალის პოლიციის ქვეგანყოფილებას მიმართეს. ამის შემდეგ ახალგაზრდის პოვნის სამუშაოებში დუშეთის სამაშველო სამსახურიც ჩაერთო", _ განაცხადა ქეთევან წიკლაუმა.

მისივე თქმით, დადიანიძეს ამ დრომდე ეძებენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა