ახმედ იმამკულიევი - მარნეულში აუცილებლად გავიმარჯვებ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებისსაფრთხეს მარნეულში გამორიცხავს და აცხადებს, რომ 15 ივნისს არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

"ქართული ოცნების" გუშინდელი გადაწყვეტილება კანდიდატის მოხსნასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვეხება, ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ 15 ივნისს, ჩვენი გამარჯვების შანსს რაც შეეხება, დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამარჯვებულები ვართ. ეთნიკური თემით სპეკულაციას არავის ვურჩევთ, რადგან მარნეულში ამ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს. ყველა საქართველოს მოქალაქე ვართ, უბრალოდ არჩევნებში გამარჯვებისათვის ვიბრძვით", - განაცხადა "ინტერპრესსნიუსთან" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის გამგებლობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა.

თავად "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. თოფჩიშვილის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მან კანდიდატურა მოხსნა, რაც სიმართლეს არ შეეფერება და წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.

ამასთან, გუშინ, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოალიციამ მარნეულში ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს