ქვემო მლეთაში დაკარგულ 17 წლის გურამ დადიანიძეს კვლავ ეძებენ

სოფელ ქვემო მლეთაში დაკარგულ 17 წლის გურამ დადიანიძეს სამაშველო სამსახური ისევ ეძებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დუშეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან წიკლაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, დუშეთის რაიონის სამაშველო სამსახურის წარმომადგენელები დაკარგულს გუშინ მლეთა-არახვეთის ტერიტორიაზე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, გუშინ პოლიციამ 11 ივნისს გურამ დადიანიძესთან ერთად მყოფი მისი მეგობრები დაკითხა.

"დაკითხვის დროს ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ გურამ დადიანიძე ქვემო მლეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ შენიშნეს, ზოგიერთი კი აცხადებს, რომ ქვემო მლეთაში არსებული ეკლესიის ტერიტორიიდან გაუჩინარდა. მათი ჩვენებები განსხვავებულია. გაურკვეველია, სად დაიკარგა ახალგაზრდა", _ დასძინა წიკლაურმა.

გურამ დადიანიძე ახლობლებთან ერთად ლომისობას, 11 ივნისს, წმინდა გიორგის ტაძარში იმყოფებოდა და უკან მათთან ერთად დაბრუნდა. ახალგაზრდა სოფელ ქვემო მლეთას ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა