ანონსი 4 ივლისი

4 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში მემინანქრის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტთა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #11-ე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

მის.: დიდგორის ქ. #64 (სოფელი დიღომი)

4 ივლისს, 18:00 საათზე, "ქვეითთა არტ პროექტის" ფარგლებში, ვაკის პარკში ინსტალაცია "BLACK" – გაიხსნება, რომლის ავტორი ქიტო ჩხაიძეა.

4 ივლისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, მსახიობ ბესო მეგრელიშვილის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებული საიუბილეო საღამო გაიმართება.

4 ივლისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება ანსამბლ "მზიურის" მომღერლის ქეთი ფირცხალავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.