კულტურის სამინისტრო - ალექსანდრე მარგიშვილის პოზიცია არ გამოხატავს სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მარგიშვილის მიერ "ფეისბუქზე" დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
"შვებულებაში მყოფი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის მიერ, 5 ივლისს, საკუთარ facebook-ზე გამოთქმული პოზიცია გახლავთ მისი პირადი აზრი და არ გამოხატავს სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.
კულტურის სამინისტრო ემსახურება კულტურას და არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი უწყება.
ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ქმედების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამდგენი ინსტიტუცია არის დამოუკიდებელი სასამართლო", -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, გუშინ, გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების და სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მარგიშვილმა დაწერა: "ეს მოფერებად მოგეჩვენებათ, როდესაც მორატორიუმი დასრულდება და მართლმსაჯულების მანქანა ამოიქოქება ახალი საწვავით, უგულავა ვის გაგახსენდებათ?!"

























