პაატა ზაქარეიშვილი - ერგნეთის ბაზრობა, როგორც იდეა უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა ის შეიძლება სხვა ადგილასაც გაიხსნას

პაატა ზაქარეიშვილი - ერგნეთის ბაზრობა, როგორც იდეა უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა ის შეიძლება სხვა ადგილასაც გაიხსნას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ერგნეთის ბაზრობა როგორც იდეა უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა ის შეიძლება სხვა ადგილასაც გაიხსნას.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ერგნეთის ბაზრობა თავის დროზე შეიქმნა იმ დროს არსებული კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე. იქ გადიოდა გზა და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ერგნეთის ბაზრობა, თავისთავად როგორც იდეა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ სად გაიხსნება, რა ფორმით, როგორ, ეს უკვე არის ექსპერტების სამუშაო, რომ ეფექტური იყოს ამ ტიპის ბაზრობა, არა მხოლოდ სახელის გამო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ბაზრობა უნდა გაიხსნას იქ, სადაც მას ეფექტი ექნება.