მურმან დუმბაძე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს

დეპუტატი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აჭარის მთავრობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბული ვითარებაა. ამდენად, მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, გამოძებნოს დრო და შეხვდეს მურმან დუმბაძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს. დუმბაძის თქმით, პრეზიდენტი ხელისუფლებისაგან არის თამაშგარე მდგომარეობაში, თუმცა, ის კანონით ქვეყნის პირველი პირია.

პრესკონფერენციაზე მურმან დუმბაძემ მობილურ ტელეფონზე განხორციელებული მუქარის ზარების შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომხდარით სამართალდამცავები დაინტერესდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლის, რომ აღნიშნული ხელისუფლების ორგანიზებულია.

კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ პარლამენტში უმრავლესობა ცდილობს, მისი ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებას. მურმან დუმბაძემ დასძინა, რომ ეს მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თავად დაწერს განცხადებას და უარს იტყვის ვიცე-სპიკერობაზე და თუ აჭარის დეპუტატების უმრავლესობიდან, უმრავლესობა, 4 დეპუტატი, მოითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარისაგან მის გადაყენებას. დუმბაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის დეპუტატები ამას არ გააკეთებენ, მურმან დუმბაძის თქმით, სხვა შემთხვევაში, მისი ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების შემთხვევაში, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ამასთან, დუმბაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებას ეწევა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია