ეროვნული ბანკის რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს შეხვდნენ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შეხვედრაზე დავით ამაღლობელმა და ეროვნული ბანკის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ბანკის საქმიანობისა და ძირითადი ფუნქციების შესახებ ისაუბრეს. პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. ~საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედ წამყვან ბიზნეს-სკოლებთან თანამშრომლობა. ჩვენი მიზანია, მათ წინაშე წარმოვაჩინოთ ეროვნული ბანკი; და გავაცნოთ მისი ძირითადი საქმიანობა~, - განაცხადა ამაღლობელმა.
მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლების დასრულების შემდეგ მათ საშუალება მიცემათ, ეს ცოდნა ბანკში ან კერძო სექტორში მუშაობის დროს, საკუთარი მოვალეობის უკეთ შესრულებისთვის გამოიყენონ.
მსგავსი შეხვედრების გამართვის ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკს ეკუთვნის.