"ენერგოპროჯორჯია" სტიქიის შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობას განაგრძობს

კომპანია "ენერგოპროჯორჯია" დასავლეთ საქართველოში, სტიქიის შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობას განაგრძობს.როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის წარმომადგენელმა ავთანდილ დვალიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის გათიშულია დაახლოებით 3500 აბონენტი, რომელთა ძირითადი ნაწილი ზემო აჭარის და ქობულეთის აბონენტები არიან.

მისივე ცნობით, წყალდიდობამ ოზურგეთში ერთ-ერთი ქვესადგური დააზიანა. წყალმა ელექტროგადამცემი ბოძი წაიღო. "თავდაპირველად 5000-მდე აბონენტი იყო გათიშული. მათ ნაწილს ელექტროენერგიის მოწოდება აღუდგა. სამუშაოები ახლაც გრძელდება და ხვალ, 08:00 საათიდან ელექტროენერგიის გადამცემი დაახლოებით 1-კილომეტრიანი ალტერნატიული გზის გაყვანა დაიწყება, რის შემდეგაც მოხერხდება ოზურგეთისთვის დენის მიწოდების აღდგენა", - განმარტავენ "ენერგოპროჯორჯია"-ში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია