მინდია ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროში მივიდა

საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყებაში უკვე მივიდა. ჯანელიძე სამინისტროში მარტო მოვიდა. ამ დროისთვის უცნობია , შეძლებენ თუ არა ჟურნალისტები სამინისტროში შესვლას და გააკეთებს თუ არა ჯანელიძე განცხადებას. სამინისტროში ასევე იმყოფება თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი.
მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ დანიშნა.

























