თბილისის ორ რაიონს 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სააქციო საზოგადოება "თელასის" ინფორმაციით, 10 ნოემბერს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონის-მშენებელთა დასახლების, ნავთლუღის დასახლების და ქაიროს ქუჩის 345 აბონენტს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონის- დიუმას, კრწანისის, პუშკინის და ვერცხლის ქუჩების 1036 აბონენტს.

სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა