ირაკლი გილაური - "ტაოპრივატ ბანკში" რებრენდინგი განხორციელდება

"ტაოპრივატ ბანკში" რებრენდინგი განხორციელდება. როგორც "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ტაოპრივატ ბანკი" "საქართველოს ბანკმა" იყიდა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ბანკისთვის, საკრედიტო ბიზნესის კუთხით. ჩვენ ვგევმავთ, რომ გარკვეული ოპტიმიზაცია განვახორციელოთ.

ჩვენ გვინდა, რომ უფრო გავაფართოოთ ჩვენი ქსელი, ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი კლიენტი გვყავდეს. ჩვენ გვინდა, რომ ის კლიენტურა, რომელიც ყავს "პრივატ ბანკს" არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს იმას, რომ ტაოს კლიენტს აქვს ერთი ან მაქსიმუმ ორი პროდუქტი, ჩვენ შემთხვევაში კი ჩვენ გვაქვს 30-მდე სხვადასხვა პროდუქტი და ჩვენ პროდუქტებს შევთავაზებთ კლიენტურას და შესაბამისად უფრო დიდი გახდება ჩვენი ბიზნესი", - განაცხადა გილაურმა.

მისივე თქმით, მნიშვნლეოვანია ისიც, "ტაო პრივატ ბანკში" დასაქმებულების შემცირება მინიმალურად მოხდება.

"მომავალში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 550 ახალი თანამშრომლის აყვანა. "პრივატ ბანკის" თანამშრომლებს მოვიზიდავთ ჩვენ და შესაბამისად არამგონია, რომ იყოს დიდი შემცირებები, შეიძლება შემცირება იყოს, მაგრამ ძალიან მინიმალური. როცა ივნისის თვეში მოხდება ბანკის შერწყმა, მათ დარჩებათ იგივე პროდუქტები, რაც დღეს აქვთ. უკვე არსებულ კლიენტებს ჩემი აზრით, გაუუმჯობესდებათ მდგომარეობა და უფრო მეტ პროდუქტთან ექნებათ შეხება. რაც შეეხება "ტაოპრივატბანკის" არსებულ ფილიალებს მათი გადაკეთება მოხდება", - განაცხადა გილაურმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა