გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა

გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი გორიდან იუწყება , შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობაში მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც დროულად მოასწრეს შენობიდან გამოსვლა.

ბოლო ორი წელია აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ერთ თვეში კი, გორის ყოფილი ტურბაზის შენობაში მცხოვრები დევნილების ათამდე ოჯახი უნდა შესახლებულიყო. InterPressNews.Ge

შენობაში ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გორში ყოფნისას სოზარ სუბარმაც განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ნაკისრი ჰქონდა სამუშაოების შესრულების ვალდებულება, პირობა ვერ შეასრულა. როგორც დაცვის თანამშრომლები ამბობენ, შენობის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და აღნიშნული სამუშაოები სხვა კომპანიას უნდა დაესრულებინა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს