თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ნიამორი უკვე დააბრუნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ნიამორმა ღობეზე გადასახტომი ადგილი მონახა და გალიიდან თავის დაღწევა შეძლო, რის შემდეგაც ვარაზის ხევის მხარეს, ფერდობზე ბალახს ძოვდა.
ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, გაქცეული ცხოველის დაბრუნება მალევე მოხერხდა. გურიელის თქმით, ამჟამად ნიამორი საკუთარ ვოლიერშია.