მაკა ჩიჩუა - ყველა ქალი მაქსიმალურად მაღალ თანამდებობაზე უნდა იყოს წარმოდგენილი

პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა ფიქრობს, რომ 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადება, ძალიან ბევრ პოზიტიურ შედეგს მოიტანს.

როგორც მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პოლიტიკაში ქალების მეტი ჩართულობა აუცილებელია. მისივე თქმით, ქალის ბუნება არის ძალიან ტოლერანტული, მშვიდი, მზრუნველობით სავსე, რასაც დიდი პოზიტივი მოაქვს.

"ვთვლი, რომ ყველა ქალი მაქსიმალურად მაღალ თანამდებობაზე უნდა იყოს და ზოგადად მთელი ქვეყნისთვის იქნება ეფექტური, რომ ქალები მუშაობდნენ პოლიტიკური საქმიანობით და მეტი აქტივობა იყოს ქალების. მიხარია, რომ ეს წელი გამოცხადდა ქალების წლად და ვთვლი, რომ ეს ბევრ პოზიტიურ შედეგს მოიტანს", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. ქალთა საკითხებზე მარგველაშვილმა გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში ისაუბრა, სადაც ცნობილ ქალბატონებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სამხედრო მოსამსახურე ქალბატონები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა