”კონსტანტა ბანკის” შერწყმის გამო, დასვენების დღეებში ”თიბისი ბანკის” ზოგიერთი სერვისი შეიზღუდება

"კონსტანტა ბანკის" "თიბისი ბანკთან" გაერთიანების გამო, დასვენების დღეებში ”თიბისი ბანკის” ზოგიერთი სერვისი შეიზღუდება.

როგორც ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, "კონსტანტა ბანკის" "თიბისი ბანკთან" გაერთიანების გამო, 16 იანვრის 22:30 საათიდან 20 იანვრის 10:00 საათამდე არ იმუშავებს: ბანკის მომსახურების შემდეგი არხები: ფილიალები და სერვისცენტრები; ინტერნეტბანკი; ბანკი კლიენტი; მობაილბანკი; სწრაფი გადახდის ტერმინალები; სატელეფონო სერვისცენტრით ოპერაციების წარმოება; განვადების ობიექტები.

აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელი იქნება მხოლოდ პლასტიკური ბარათების გამოყენება ბანკომატებსა და სავაჭრო ობიექტებში.

ამასთან, 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით საკრედიტო ბარათებსა და სესხებზე დარიცხული დავალიანების დაფარვა შესაძლებელი იქნება 20 იანვარს, 18:00 საათამდე "თიბისი ბანკის" ფილიალებსა და სწრაფი გადახდის ტერმინალებში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა