გია კობახიძე შვილის გამო პოლიტიკიდან წავიდა

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, გია კობახიძე პოლიტიკიდან წავიდა. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ეს გადაწყვეტილება შვილის , ირაკლი კობახიძის "ქართული ოცნების" პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შესაძლო დაკავებას უკავშირდება.

როგორც კობახიძემ განმარტა, ის პატივს სცემს ადამიანურ ეთიკას, პოლიტიკურ და ყველანაირ ნორმებს და შესაბამისად, მიიღო ეს გადაწყვეტილება.

"მე ძალიან მახარებს ეს გადაწყვეტილება. ჩემი შვილის მიმართ ჯერ არის მხოლოდ შეთავაზება. იმედი მაქვს, პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ირაკლი კობახიძე შეთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება მე გარკვეული ვალდებულებების წინაშე მაყენებს. ვარ ადამიანური, პოლიტიკური და ყველა ნორმისა და ეთიკის დაცვის მომხრე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას. ჩემი საქმიანობა იქნება ექსპერტობა, სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე", - განაცხადა კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა