დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო თამაზ სუხიაშვილის ცხედრის ქაშუეთში დასვენების წინააღმდეგი არ არის

პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის ცხედრის ქაშუეთში დასვენების წინააღმდეგი არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მამა მიქაელმა განუცხადა, თამაზ სუხიაშვილის ცხედრის ქაშუეთში დასვენების თხოვნით ამ დრომდე მათთვის არავის არ მიუმართავს. დეკანოზი აცხადებს, რომ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდება, თითქოს საპატრიარქო ცხედრის ქაშუეთში დასვენების წინააღმდეგია.

"თამაზ სუხიაშვილის ცხედრის ქაშუეთში დასვენების თხოვნით ჩვენთვის არავის არ მოუმართავს. რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი გარდაცვლილის ტაძარში დასვენების?! თუ აღნიშნულთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის წევრები ან ახლობლები მოგვმართავენ, უარს არ ვიტყვით", - აღნიშნა პატრიარქის მდივანმა.

გუშინ ინტერნეტმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ქართული ბატალიონის წევრები გარდაცვლილი თამაზ სუხიაშვილის ცხედრის ქაშუეთის ტაძარში დასვენების თხოვნით საპატრიარქოს მიმართავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს კიევში, ხრეშატიკზე გაიმართება.

ღონისძიებას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, ქართველი დიპლომატები და უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან. საქართველოში კი თამაზ სუხიაშვილის ცხედრის გადმოსვენება დღეს მოხდება. გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს