საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

უკრაინაში, დონეცკში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის, თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

კიევის ცენტრში იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედროები, ქართველი მებრძოლები, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით დარჩიაშვილი, დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე, ასევე საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება.

"რაც ხდება დღეს უკრაინაში, ეს ტრაგიკული მოვლენები – ყირიმი, დონბასი, ლუჰანსკი, ის მსხვერპლი, რომელიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრიანელმა ხალხმა გაიღო და მათ გვერდში ამოუდგნენ ქართველები - ეს ყველაფერი ჩვენი თავისუფლებისთვის ხდება, რომ შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომელიც უკრაინამ და საქართველომ 90-იან წლებში მოიპოვეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

თამაზ სუხიაშვილს, რომელიც გასულ კვირას, დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა, საქართველოში დღეს ღამით გადმოასვენებენ.

იხილეთ ბმული: უკრაინა ქართველ "კიბორგს" ემშვიდობება - თამაზ სუხიაშვილის პანაშვიდი კიევში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს