თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თამაზ სუხიაშვილის ჩამოსვენებას ელოდებიან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური პირები და ახლობლები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ჩამოსვენებას ელოდებიან.

ადგილზე იმყოფებიან უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, უკრაინის სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები.

თვითმფრინავი კიევიდან თბილისის მიმართულებით უკვე გამოფრენილია და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00.05 საათზე უნდა დაეშვას.

თამაზ სუხიაშვილი, რომელიც წარმოშობით ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო, გასულ კვირას დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს