"ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წევრებმა დაღუპული ქართველის ცხედარი დაშვებული დროშების კორიდორში გაატარეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "თავისუფალი ზონის"წარმომადგენლები დახვდნენ. მათ პროცესია დაშვებული საქართველოს დროშების კორიდორში გაატარეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ განაცხადა, თამაზ სუხიაშვილმა საქართველოში პრაქტიკულად ყველა ომი გამოიარა. "როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, მან სწორად ჩათვალა, რომ ეს საქართველოსთვის მორიგი ომია, წავიდა ყველაზე მძიმე ბრძოლაში, გამოიჩინა ნამდვილი მხედრული მამაცობა და თავი დადო უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად გმირულად. მოწიწებით ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე, თანადგომას ვუცხადებ ოჯახს. ამავე დროს, ვამაყობ, რომ საქართველოს ასეთი მებრძოლები, ასეთი ვაჟკაცები ჰყავს", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

გარდაცვლილის ოჯახსა და საქართველოს მიუსამძიმრა უმცირესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა. "ასეთი ადამიანები, როგორიც იყო თამაზი, არ უკვდებიან მხოლოდ თავიანთ ოჯახებს, თავიანთ მეგობრებს, არამედ ისინი არიან მთელი საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულები. მაშინ, როცა რუსები გვიკლავენ საუკეთესო შვილებს, საქართველოს გმირებს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც აქ იწვევს რუსებს იმისთვის, რომ გაბატონდნენ საქართველოში", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

აეროპორტთან იმყოფებოდნენ ასევე თენგიზ გუნავა, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, კობა სუბელიანი. თამაზ სუხიაშვილის ცხედარს ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქაშუეთის ტაძარში მიასვენებენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო