თამაზ სუხიაშვილი ქაშუეთის ტაძარში დაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი ქაშუეთის ტაძარში დაასვენეს. ეკლესიაში ამ წუთებში იმყოფებიან მიცვალებულის ოჯახის წევრები,მათ შორის, მეუღლე და 4 წლის შვილი, მეგობრები, ნათესავები, თავისუფალი ზონის" წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი.

ოჯახს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, თამაზ სუხიაშვილი თბილისიდან ამაღამ გადაასვენონ, თუ ხვალ დღის პირველ ნახევარში. თბილისიდან გადასვენების შემდეგ მიცვალებულს გორში ნაქირავებ ბინაში დაასვენებენ, მოგვიანებით კი ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში დაკრძალავენ.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიცვალებულს პატივი მიაგეს ოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა. აეროპორტში იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.

აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს