ვასილი ციბენკო - დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს დასჭირდება, უპირველეს ყოვლისა, დასახმარებლად სწორედ უკრაინელები მოვლენ

დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს დასჭირდება, უპირველეს ყოვლისა, დასახმარებლად სწორედ უკრაინელები მოვლენ, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილი ციბენკომ წუხელ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი ჩამოასვენეს. ელჩის განცხადებით, უკრაინაშიც და საქართველოშიც დიდი გლოვაა.

"ჩვენ აუნაზღაურებელი დანაკარგი განვიცადეთ აღმოსავლეთ უკრაინაში. აეროპორტისთვის ბრძოლაში გმირულად დაეცა თამაზ სუხიაშვილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო დიდი მწუხარება, ძალიან ძნელია მოძებნო რაიმე სიტყვა, რომელიც მის ახლობლებს ტკივილს შეუმსუბუქებს. თუმცა მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ისინი მარტო არ არიან. უკრაინაც და საქართველოც გლოვობს თამაზის სიკვდილს და გამოთქვამს დიდ მწუხარებას. თამაზი ძალიან მამაცი მეომარი იყო. ყველგან, სადაც იბრძოდა, სამხრეთ ოსეთშიც, ავღანეთშიც და ერაყშიც, თავისი მხედრული სიმამაცე გამოავლინა. თუმცა. საუბედუროდ, იმ საბედისწერო საღამოს აეროპორტში მტრის ტყვიამ ახალგაზრდა სიცოცხლე გმირულად შეწყვიტა", - აღნიშნა ელჩმა.

ვასილი ციბენკომ მადლობა გადაუხადა თამაზ სუხიაშვილის მშობლებსა და საქართველოს ასეთი შვილის აღზრდისთვის. "თამაზი ყოველთვის ამბობდა, რომ უკრაინისთვის ბრძოლაში მე ვიბრძვი ჩემი მეგობრებისთვის და ვიბრძვი, ზოგადად თავისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს დასჭირდება, უპირველეს ყოვლისა, დასახმარებლად სწორედ უკრაინელები მოვლენ. ის იყო სამართლიანი პიროვნება და ებრძოდა უსამართლობას", - განაცხადა ვასილი ციბენკომ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს