თამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს ხაშურში გადაასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, თამაზ სუხიაშვილს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან 13 საათზე გამოასვენებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ახლობელმა კობა ბარბაქაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს ხაშურში გადაასვენებენ.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი საქართველოში წუხელ ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიცვალებულს პატივი ოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა მიაგეს. აეროპორტში იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.

აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა. იქ ასევე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

თამაზ სუხიაშვილს ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს