თამაზ სუხიაშვილი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს. გარდაცვლილის ცხედარს თბილისიდან ხაშურში მიასვენებენ. ტაძარში იმყოფებოდნენ თამაზ სუხიაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გიორგი ბარამიძე, სერგო რატიანი, ტარიელ ლონდარიძე და უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თამაზ სუხიაშვილს კვირას, 25 იანვარს 37 წელი შეუსრულდებოდა. ახლობლებს არ სურდათ, რომ მიცვალებული მის დაბადების დღეზე დაეკრძალათ, ამიტომ თამაზ სუხიაშვილს შაბათს, 24 იანვარს ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს