ნაძალადევის რაიონის გამგებელი იური ვაზაგაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია იური ვაზაგაშვილის დაღუპვის გამო გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. "ვაზაგაშვილების ოჯახს კიდევ ერთხელ დაატყდა თავს უდიდესი ტრაგედია. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო. ის ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, როგორც მებრძოლი და შეუპოვარი ადამიანი. ბატონი იური იყო უსამართლობასთან, ძალმომრეობასთან ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო და ასეთად დარჩება ის ყოველთვის. გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. საგამოძიებო უწყებები აქტიურად მუშაობენ და ვიმედოვნებ, სამართალდამცველები მოკლე დროში გამოიძიებენ როგორც იური ვაზაგაშვილის, ისე მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშილის მკვლელობის საქმეს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს