ირაკლი ღარიბაშვილი - ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ჭიკაიძე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ჭიკაიძე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ცრუა და ის "ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა".

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს დავოსში განუცხადა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. "გასაგებია, რომ ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა ეს ცრუ ინფორმაცია და ბატონ იურის მიაწოდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეს შეგნებულად გააკეთეს, მაგრამ სიმართლე გაირკვევა, გამოძიება დაადგენს ყველაფერს", - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება უშუალოდ იური ვაზაგაშვილის საქმეს, მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, "ძალიან მკაცრად დაისჯება".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს