ეკა ბესელია - ალექსანდრე ჭიკაიძემ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი გამოიჩინა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი გამოიჩინა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრმა მაღალი პასუხისმგებლობა იური ვაზაგაშვილის შემზარავი მკვლელობის გამო იგრძნო.

"ეს პასუხისმგებლობა მთლიანად გადანაწილებულია ყველა იმ ადამიანზე, ვისაც სახელმწიფოებრივი და თანამდებობრივი პასუხისმგებლობა გააჩნია. ნებისმიერ კითხვას, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილება იყო მართებული, სწორი და შესატყვისი. იმის მიუხედავად, რომ მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ხელმძღვანელობა მობილიზებულია, რათა როგორც იური ვაზაგაშვილის, ასევე მისი შვილის საქმეებზე გამოძიება სწრაფად წარიმართოს და დამნაშავეთა დაკავებით დასრულდეს, ასეთ ვითარებაში მიღებულია გადაწყვეტილება, სადაც თანამდებობაზე მაღლა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები დადგა. ეს არის ის მორალური პასუხისმგებლობა და სტანდარტი, რაც ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - აცხადებს ეკა ბესელია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!