თინა ხიდაშელი - ახლა მთავარი ახალი მინისტრის შერჩევაა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა კოალიციურ რეჟიმში გადაწყდება, - ამის შესახებ ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე განმარტებით, ახლა მთავარი არა შს მინისტრობიდან გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილების შეფასება, არამედ სწორედ უწყების ახალი ხელმძღვანელის შერჩევაა. დეპუტატის აზრით, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება "რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად" უნდა იყოს მიღებული.

"ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, გადადგა და გადადგა. გასაგებია, მას თავისი მოტივაცია აქვს - ესეც გავიგეთ. მე ვფიქრობ, ახლა ამის შეფასება არ არის იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ ყველამ ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად მივიღოთ გადაწყვეტილება ახალ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით. გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია, პრობლემა ძალიან ბევრია, ამიტომ მთავარი საფიქრალი და საზრუნავი შემდეგი შს მინისტრი უნდა იყოს. ჭიკაიძემ მიიღო თავისი გადაწყვეტილება და მე მხოლოდ პატივი შემიძლია ვცე მის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

რაც შეეხება სააგენტოს შეკითხვას, ხომ არ აქვს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრთან დაკავშირებით მთავრობასთან კონკრეტული რეკომენდაცია, დეპუტატის თქმით, ის არ ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც საკუთარ პარტნიორებს მედიით ელაპარაკება. "ამიტომ ამ საკითხს კოალიციურ რეჟიმში გადავწყვეტთ", - აღნიშნა ხიდაშელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს