ბიძინა ივანიშვილი - უკრაინაში წასვლა პირველ რიგში საკუთარ შვილებს მოუწოდონ

სააკაშვილმა და სხვებმა, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ქართველები უნდა წავიდნენ უკრაინაში და დაიხოცნონ, პირველ რიგში საკუთარ შვილებს მოუწოდონ წასვლა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

"სააკაშვილი ქართველებს ეძახის უკრაინაში საომრად და ზოგიერთმა ტელევიზიამ არასწორი მიმართულებით განავითარა ეს, რომ ქართველი ახალგაზრდები უნდა წავიდნენ. ვისაც სურვილი აქვთ, რომ ქართველები უნდა წავიდნენ უკრაინაში და დაიხოცონ, პირველ რიგში საკუთარ შვილებს მოუწოდონ. ვისაც ამის სურვილი აქვს, საკუთარი შვილებით დაიწყონ და მაგალითი აჩვენონ. რაც სააკაშვილს უნდოდა, ბევრმა პოლიტიკოსმა გაამართლა და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს ამით" , - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ უკრაინაში ქართველები გარდაიცვალნენ.

"ისინი ცდილობდნენ ჩვენ მეგობრებს დახმარებოდნენ. ამ ფაქტს შეიძლება ანგარიში გავუწიოთ და შევიდეთ თანაგრძნობაში. თუმცა, მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ უკრაინაში, მეორეს მხრივ, ქართველები წავიდნენ და რუსეთის მხრიდან იომონ, არის არასწორი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ვისაც სურს, რომ ქართველები უკრაინაში უნდა წავიდნენ და დაიხოცონ, საკუთარ შვილებს მოუწოდონ - ბიძინა ივანიშვილი

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება