ალექსანდერ ვერშბოუ - შერჩევითი სამართლიანობის თუნდაც აღქმა მაქსიმალურად უნდა იქნას დაძლეული

შერჩევითი სამართლიანობის თუნდაც აღქმა მაქსიმალურად დაძლეული უნდა იქნას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პროექტის "შეხვედრები საპატიო სპიკერებთან 2015" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"იმისათვის, რომ საქართველო უფრო ახლოს მივიდეს ნატოსთან, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების გზაზე სიარული. ჩვენ ვაფასებთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიღებულ იქნა გასულ წელს, განსაკუთრებით ანტიდისკრიმინაციული კანონი, ადამიანის უფლებების სტრატეგია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ევროპულ მისწრაფებას და რეფორმების წარმატებულობას. შემდგომი პროგრესი მოითხოვს უფრო აქტიურ თანამშრომლობას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, აუცილებელია დიალოგი მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. შემდგომი თვეების განმავლობაში ალიანსი ძალიან ყურადღებით დააკვირდება, როგორ განვითარდა მოვლენები ამ მიმართულებით, როგორ მიდის რეფორმები პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში", - განაცხადა ვერშბოუმ.

მისივე თქმით, შერჩევითი სამართლიანობის თუნდაც აღქმა მაქსიმალურად დაძლეული უნდა იქნას.

"კანონის უზენაესობა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი იმ ორგანიზაციისა, რომლის წევრობაც სურს საქართველოს და რომლის თანახმადაც ცხოვრობს მთელი ევროპა", - დასძინა ალექსანდერ ვერშბოუმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება