გიორგი მარგველაშვილი - რაც უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, უფრო მეტად დავუახლოვდებით ნატო-ს

რაც უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, უფრო მეტად დავუახლოვდებით ნატო-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ალიანსთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ''კარგი იმპულსი აქვს. "მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ბატონ ვერშბოუს იმ სამუშაოებისთვის, რაც ამ ეტაპზე განხორციელდა. ამ ვიზიტს მოჰყვება კიდევ ბევრი, არაერთი ტექნიკური ჯგუფის ვიზიტი, რომელთა მიზანი უესლში მიღებული პაკეტის იმპლემენტაცია იქნება. ეს ეხება როგორც წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ასევე სხვა ტიპის პროექტებს - ამ პაკეტის სხვა ნაწილებს. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ძალიან კარგი იმპულსი აქვს როგორც ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, ასევე საქართველოს შიგნით, თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ჩართულობით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ საწვრთნელ ცენტრს, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ეს ყველაფერი არის, ერთი მხრივ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაღმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მეორე მხრივ კი, ამ ნაბიჯებს მივყავართ ნატოს წევრობისკენ. "შესაბამისად, რაც უფრო მეტ ასეთ პროექტს განვახორციელებთ, ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ალიანსთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა