ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი პროკურატურის ვერსიების უზუსტობაზე საუბრობს

ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი, პროკურატურის ვერსიების უზუსტობაზე საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა, თუკი, პროკურატურის ვერსიით, ფირცხალავას ხუბულოვზე შურისძიება ჰქონდა დაგეგმილი, შეეძლო ეს ასეულობით მოწმის გარეშე გაეკეთებინა.

"პროკურატურა აპელირებს, რომ ფირცხალავას გადაწყვეტილი ჰქონდა, მისი ძმის გამო, შური ეძია და მოეცილებინა ხუბულოვი, ამბობს, რომ ამისთვის დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია, ფირცხალავა ადგა და ნახევარი სამინისტრო - მთელი ოპერატიული დეპარტამენტი, მოსმენების სამმართველო ჩარია ამ საქმეში, ასეულობით მოწმე გახადა იმისა, თუ როგორ გაუსწორდა შურისძიების მოტივით ხუბულოვს. თუ ასეთი განზრახვა ფირცხალავას ჰქონდა, სხვა მეთოდებით, ყოველგვარი სპეცოპერაციებისა და ასეულობით მოწმის გარეშე ვერ მოახერხებდა? მგონია, რომ მოახერხებდა", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.

მისი თქმით, რაც შეეხება პროკურატურის იმ განცხადებას, რომ საკონტროლო გასროლებით მოწმეები მოიცილეს, "ესეც ვერ ჯდება ლოგიკაში".

"ესეც არ არის ლოგიკური, იმდენად, რამდენადაც იმ მანქანაში სამი პიროვნება იყო. ერთი დღესაც ცოცხალია და არავის მოუკლავს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ საკონტროლო გასროლებით იყო მოწმეების ლიკვიდაციის მცდელობა, მესამე მოწმე რატომ დატოვეს?" - აცხადებს ადვოკატი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს