სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის პროექტის ინიციატივით, მეწარმეებისთვის ტრეინინგი გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის პროექტის ინიციატივით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) აგრობიზნესში დასაქმებული მეწარმეებისთვის სამდღიანი ტრეინინგი გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრეინინგი პროექტის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის" ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია, ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოთხოვნების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება, თემატური ტრენინგების ჩატარება, ბენეფიციარებისთვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისად, იმ საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება პროექტის გრანტის მიმღები კომპანიებისათვის, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იძლევა.

ტრეინინგს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე თომას მორისი დაესწრნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის" ფარგლებში განსაზღვრულია კონკრეტული რეკომენდაციებს შემუშავება, რათა პროექტის ბენეფიციარებს და ყველა დაინტერებული მხარეს ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ტექნიკური ბარიერებისა და საბაჟო ტარიფების გარეშე გატანის შესახებ.

ევროკავშირთან ღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქართული აგრობიზნესის საწარმოებს გააფართოვონ ვაჭრობა ევროპასთან. ამ შესაძლებლობების განხორციელებისთვის ქართულმა აგრობიზნესის საწარმოებმა უნდა მოახდინონ თავიანთი საწარმოების მოდერნიზაცია და მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა