უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანდიდატურაზე პოზიციის ჩამოყალიბებას და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას მმართველი გუნდი დღეს აპირებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში 17:00 საათზე ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა, ხოლო 18:00 საათისთვის უმრავლესობის სხდომის გამართვა იგეგმება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ორივე სხდომა დახურულია, სადაც უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ნინო გვენეტაძის მოსმენა არ იგეგმება.

გვენეტაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება