ნინო გვენეტაძე სასამართლოს სისტემის რეფორმირების საკითხებზე მოსაზრებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აცნობს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძე სასამართლოს სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საკითხებზე საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს აცნობს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც მისი აზრით, სასამართლოს სისტემის გამჭირვალობის, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მათი საქმიანობის სტანდარტის გაზრდის მიმართულებით უნდა გადაიდგას. კომიტეტის შეხვედრა ნინო გვენეტაძესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა ჩატარდება.

დღესვე ნინო გვენეტაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში მოუსმენენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება