საკრებულომ თბილისის მეწარმეობის ცენტრის დაფუძნებას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ თბილისის მეწარმეობის ცენტრის დაფუძნებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული ინიციატივის მომხრე 35 დეპუტატიდან იყო 19, მოწინააღმდეგე - 11, ხოლო სამმა დეპუტატმა თავი შეიკავა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულომ თბილისის მთავრობას ცენტრის დაფუძნების შესახებ თანხმობა მისცა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ცენტრი მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში ხელს შეუწყობს. თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრი ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემების მოგვარებისკენ.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ ცენტრს ყოფილი ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით კი, ცენტრის შექმნა არამართებულია, რადგან მსგავსი თემატიკის სამსახურები თბილისის მერიაში ისედაც არსებობს და ამ მხრივ გაწეული ხარჯები უსაფუძვლო და გაუმართლებელია.

მათივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრე მარგიშვილის პირადი ინტერესებისთვის და მისი დასაქმებისთვის. დეპუტატების ინფორმაციით, ამ სამსახურში მარტო ხელფასების სახით 2 მილიონ ლარზე მეტი უნდა გაიცეს. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება