ილია იაშინი ნემცოვის მკვლელობაში რადიკალი ისლამისტების კავშირს გამორიცხავს

27 თებერვალს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მოკავშირეს, ილია იაშინს ეჭვი ეპარება, რომ დაკავებული ეჭვმიტანილები პოლიტიკოსის მკვლელობაში რეალური მონაწილეები იყვნენ. ამის შესახებ იაშინმა "ბიბისი"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩეჩენი ზაურ დადაევი და ანზორ გუბაშევი და კიდევ სამი ეჭვმიტანილი, რომლებიც დააკავეს, ბორის ნემცოვის მკვლელები იყვნენ. უფრო მეტიც იაშინი გამორიცხავს ნემცოვის მკვლელობაში რადიკალი ისლამისტების კავშირს. ის ირწმუნება, რომ რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის უკან სწორედ რუსეთის მთავრობა დგას.

მოსკოვის სასამართლომ ზაურ დადაევს და ანზორ გუბაშევს ბრალი უკვე წაუყენა. ისინი შაბათს დააკავეს. მოსკოვის სასამართლოს პრესსპიკერის, ანნა ფადეევას განცხადებით, მკვლელობასთან კავშირში კიდევ სამი ადამიანის ვინაობა გამოვლინდა. ერთ-ერთია დაკავებული ანზორ გუბაშევის ძმა, ასევე რამზატ ბახაევი და ტამერლან ესკეხანოვი. თუმცა, ისინი მკვლლეობაში მონაწილეობას უარყოფენ.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, საღამოს, კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება