ბორის ნემცოვის შვილი მამის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის შვილი მამის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებს. ამის შესახებ თავად ჟანა ნემცოვამ "ბიბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მამაჩემი პუტინის მთავარი კრიტიკოსი იყო. ის იყო გავლენიანი ოპოზიციონერი რუსეთში. ის ებრძოდა პუტინს. მათ მოკლეს მამაჩემი, მე არ გავჩუმდები", - აღნიშნა ჟანა ნემცოვამ.

მისივე თქმით, ამ დროისათვის მიმდინარე გამოძიება მხოლოდ ფორმალურია და მის მიზანს მკვლელობის რეალური შემკვეთების გამოვლენა არ წარმოადგენს.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მაშინ მოკლეს, როდესაც ის უკრაინელ მოდელთან, ანნა დურიცკაიასთან ერთად სეირნობდა. მკვლელობაში ბრალდებული 5 პირი დაკავებულია, თუმცა, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება