საქართველოს პარლამენტის წევრი ნაული ჯანაშია 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალურ მოძრაობაში" დაუდასტურეს.
ნაული ჯანაშია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. არსებული ინფორმაციით, ჯანაშია სიმსივნით იყო დაავადებული.