ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2015

ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2015

რატომ არის გასაიდუმლოებული ქართველი მებრძოლების დისლოკაციის ადგილები უკრაინაში

ნოდარ ხადური: პირდაპირ ვამბობ, არანაირი სეკვესტრი არ იქნება!

თავდაცვის უწყებაში ახალი სკანდალი მწიფდება - სად არის დოკუმენტი, რომელსაც ალასანიამ პარიზში ხელი მოაწერა?

***

"უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებზე ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებას თავს არიდებენ თუნდაც იმიტომ, რომ ტრაგიკული შემთხვევის გამო ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა", - პოლიტიკის, მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ მაისაიას თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. "ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ მათი დისლოკაციის ადგილები დაფიქსირდა და ამან ხელი შეუწყო ტრაგედიას. ბუნებრივია, ქართველი მოხალისეები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ამას და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება", - ამბობს მაისაია "რეზონანსთან".

"უკრაინის არმიის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებისას, ექსპერტი თვლის, რომ: "ყველაზე ბრძოლისუნარიან შენაერთად ეროვნული გვარდია ითვლება, დანარჩენი კი, რომლებიც მოხალისეები არიან, ამ ეტაპზე მათი საბრძოლო სიძლიერე 50-50-ზეა". მაისაიას განცხადებით, კერძო სტრუქტურების დანაყოფებისგან განსხვავებით, ეროვნულ გვარდიაში მებრძოლებს მეტი მოტივაცია აქვთ და შეიარაღებაც ძლიერი აქვთ. "ეროვნული გვარდია ყალიბდება ისეთი მებრძოლებით, როგორებიც არიან მაგალითად: სახელმწიფოებრივი შენაერთების ოფიცრები და სერჟანტები, მოქმედი ოფიცრები და, შესაბამისად, ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ბრძოლის წარმოების უფრო მეტი უნარი ჰქონდათ, ამ კუთხით მე მაინც ეროვნულ გვარდიას გამოვყოფდი, რადგან ის სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი კერძო სტრუქტურის შენაერთებია."ერთ-ერთი შენაერთია "აზოვი", რომელსაც აფინანსებდა უკრაინელი ოლიგარქი იმისათვის, რომ ეს შენაერთები კარგად აღეჭურვა. "აზოვის" დანაყოფმა საინტერესო ბრძოლისუნარიანობა გამოაჩინა, თუმცა ეს მაინც კერძო ბატალიონია და ემორჩილება იმას, ვინც ფულს უხდის", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

"კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის თქმით, უკრაინის სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი დანაყოფები რამდენიმე მიმართულებით უნდა შეფასდეს: "აქამდე უკრაინას კი ჰყავდა სხვადასხვა სახის სპეცდანიშნულების რაზმები, მაგრამ სახელი - სპეცდანიშნულების რაზმი ხშირ შემთხვევაში პირობითი იყო და მათ რეალურად საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდათ, ისევე როგორც მთლიან უკრაინულ ჯარს და ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებოდა, იყო კოსოვოს კონფლიქტში მხოლოდ პატრულისა და რიგი ოფიცრების მონაწილეობა ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში. "რაც შეეხება დღეისათვის არსებულ სიტუაციას, უკრაინის მხარეს იბრძვის სამი ტიპის შეიარაღებული დანაყოფი: პირველი არის უკრაინის შეიარაღებული ძალები, მეორეა - უკრაინის შინაგანი ჯარი და მესამეა - ტერიტორიული ბატალიონები", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"მისი თქმით, ჩამოთვლილი სამი დანაყოფიდან ყველაზე ეფექტური და ყველაზე უკეთ შეიარაღებული შინაგანი ძალებია, რადგან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, საკუთარი დანაყოფებისთვის შეიარაღებას ყიდულობს. "მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას საკუთარი სამხედრო წარმოება აქვს, იქ ასეთი სისტემა მოქმედებს: სამინისტრომ შეიარაღების წარმოების კომპანიისგან უნდა შეიძინოს იარაღი და ამით შემდგომში ჯარი უნდა შეაიარაღოს. მიუხედავად იმისა, რომ ის სახელმწიფოს ეკუთვნის, უფლება არ აქვს, რომ ჯარი იარაღით მოამარაგოს. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდე უფრო დიდი დაფინანსება ჰქონდა, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს, შესაბამისად, შეიარაღების მხრივ, უფრო უკეთესი სიტუაცია ჰქონდა. ასევე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პრობლემა არის ის, რომ იქ ძალიან დაბალი მოტივაციაა და ფიქსირდება დეზერტირობისა და სხვა ფაქტები, ასევე, გაუმართავია ტექნიკა, თუმცა უკრაინელები სიტუაციის გამოსწორებას ნელ-ნელა ცდილობენ", - ამბობს კავკასიოლოგი.

"მისი თქმით, ისეთი ტერიტორიული ბატალიონები, როგორებიცაა: "აზოვი", "დონბასი" და სხვა, იმით გამოირჩევიან, რომ აქვთ ძალიან მაღალი მოტივაცია, იქ აბსოლუტურად ყველა მოხალისეა და კარგად იცნობენ ადგილობრივ ტერიტორიას, რაც ბრძოლას უფრო აადვილებს. "მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში თვითნებურად მოქმედებენ და ზოგჯერ მათი ქმედება ცენტრალურ საბრძოლო ქმედებებთან თანხვედრაში არ არის და ზოგ დანაყოფში დაბალი დისციპლინაა. საერთოდ მთავრობა ამ ბატალიონების მძიმე შეიარაღებით მომარაგებას ერიდება, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ნებისმიერი ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი სახელმწიფოს წინააღმდეგ შემოუბრუნდეს, ამიტომ მათ მძიმე შეაიარაღებას სახელმწიფო ერიდება", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"მისივე თქმით, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების გარდა, არიან ყოფილი ქართველი სამხედროები, რომლებიც უკრაინელი სამხედროებისათვის პროფესიულ ინსტრუქტაჟს ატარებენ: "რაც ღია წყაროებიდან ვრცელდება, იმის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ასეთი ქართული ლეგიონი, რომელსაც მამუკა მამულაშვილი მეთაურობს. "ასევე, ქართველები მიმოფანტულები არიან სხვადასხვა დანაყოფებში. არიან ისეთი ქართველები ძირითადად, ყოფილი სამხედროები, რომლებიც უკრაინელი სამხედროებისთვის პროფესიულ ინსტრუქტაჟს ატარებენ და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ კურსებსაც ქმნიან", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"ჟურნალ "არსენალის" რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების საბრძოლო გამოცდილებამ ამერიკელი და ბრიტანელი მებრძოლების გამოცდილებასაც კი გადააჭარბა. "ფაქტია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ მიიღეს დიდი საბრძოლო გამოცდილება. თუ ჩვენ ამ ომის დასაწყისში ვამბობდით, რომ ის ქართველები, ვინც აგვისტოს ომი ან ავღანეთი გაიარა, შეეძლოთ უკრაინელებისთვის საბრძოლო გამოცდილება მიეცათ, დღეს ამის თქმა სწორი აღარ იქნება. უკრაინელებმა ამ ერთი წლის განმავლობაში იმხელა გამოცდილება მიიღეს, რომ თვითონ გადაასწრებენ ამერიკელებსაც და ბრიტანელებსაც კი, რადგან ამერიკისა და ბრიტანეთის, ან ნატოს სხვა წევრების გამოცდილება ძირითადად ერაყისა და ავღანეთის ომებიდან არის, სადაც ასიმეტრიული ომები იყო, ხოლო რაც უკრაინაში ხდება, აქ თითქმის თანასწორი ძალების ბრძოლა მიდის, მათ შორის არტილერიის ფართოდ გამოყენებით", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

"მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინული ძალების არის არტილერია: "არტილერიის მუშაობა სერიოზულად აფერხებს პრორუსი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსული დანაყოფების მოქმედებებს. "ასევე, გამოვყოფდი სადესანტო ძალებს და, რა თქმა უნდა, ეროვნულ გვარდიას. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ჯავშანტექნიკა, მათი ტანკისტები, რომლებიც ამ ბრძოლებში გამოცდილებას ღებულობენ, რადგან სერიოზული სატანკო ბრძოლები მიდის. რომ დავაკვრდეთ, ასეთი სატანკო ბრძოლები დიდი ხანია არ ყოფილა", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

"ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის "ყოვლისმომცველი კორექტირება" გადადო. ფინანსთა მინისტრი თებერვალში ეკონომიკის 4%-იან ზრდასა ელოდება, პარალელურად აკვირდება ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების პროცესს და არ არის გამორიცხული, ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მკვეთრად შემცირება დღის წესრიგიდან მოიხსნას. "რეზონანსი" ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს საზოგადოებისთვის მეტად აქტუალურ საკითხებზე პირადად ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ნოდარ ხადური: პირდაპირ ვამბობ, არანაირი სეკვესტრი არ იქნება!

"დაველოდოთ ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს. იანვრის შემდეგ გადაწყვეტილი გვქონდა ბიუჯეტის კორექტირება, თუმცა საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით პრობლემა ნამდვილად არ არის. თებერვალი უკვე აქტიური იყო, ამიტომ პირველი კვარტალის შედეგების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თებერვალში დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა (ეს არის ერთადერთი ოფიციალური მონაცემი, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს) გაზრდილია 15,5%-ით. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და სხვა პოზიციაში გვაყენებს. იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 0,5% შეადგინა, მაგრამ იგი ყოველთვის პასიური თვეა. ჩვენი ვარაუდით, თებერვალში ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 4% იქნება. მარტი შედარებით აქტიურია, აპრილი-მაისი უფრო უკეთესი იქნება. ჩვენ თუ არ გვეცოდინება შედეგები, გაგვიჭირდება შედარებით კარგი პროგნოზის გაკეთება", - აცხადებს ნოდარ ხადური.

"ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ნებისმიერ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯების გადაწყვეტილება მიღებულია, ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ საბიუჯეტო ცვლილებებს ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ არანაირი სეკვესტრი არ იქნება. სეკვესტრი ნიშნავს, როდესაც ფინანსთა მინისტრი პარლამენტის ყოველგვარი თანხმობის გარეშე გარკვეული სახის მუხლებს (მათ არადაცული მუხლები ერქვათ და ძირითადად კაპიტალური ხარჯი იყო) ამცირებდა გარკვეული პროპორციით. ახლა კი თუ რომელიმე მუხლი შემცირდება, შესაბამისად, ზოგიერთი ტიპის ხარჯი შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ამაზე ვმუშაობთ", - აღნიშნავს რესპონდენტი.

"ნებისმიერმა ადამიანმა იცის (არ სჭირდება ამას დიდი ეკონომიკური განათლება), რომ წელიწადის სხვადასხვა თვე და სხვადასხვა პერიოდი განსხვავებული ეკონმიკური აქტივობით გამოირჩევა, ბიუჯეტიც ამ აქტივობას მიჰყვება. საბიუჯეტო შემოსავლები უფრო მეტია მარტში, ვიდრე იანვარში, კიდევ უფრო მეტია ნოემბერსა და დეკემბერში. ეს ბუნებრივად ასეა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიდის ამაზე აპელირება. ბიუჯეტი თანაბრად 1/12-ით ვერ გაიხარჯება. მარტივად გეტყვით, ივნისში პედაგოგებს უნდა მივცეთ ორი თვის ხელფასი, შესაბამისად, ივნისში ხარჯი უფრო მეტი გვქნება, ვიდრე მაისში და ა.შ. ინფრასტრუქტურულ პროექტებს იანვარში და თებერვალში ნაკლები ფული სჭირდება, ვიდრე სხვა თვეებში", - ამბობს მინისტრი.

"შემიძლია გაჩვენოთ მონაცემები. საქართველოს ისტორიაში ყოველ წელს, ყველაზე მეტი ფული დეკემბერში იხარჯება. სხვათა შორის, 2011 წლის დეკემბერში გაიხარჯა უფრო მეტი, ვიდრე 2014 წლის დეკემბერში, ასე იყო 2010 წელსაც; ანუ დეკემბერში ყოველთვის მეტია ხარჯი და ხანდახან ორჯერ მეტი, ვიდრე სხვა თვეში. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პროგნოზებს. გვეუბნებიან, რომ დაიგეგმა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მიიღეთ 4,8% და ეს არის ცუდი, ანუ თქვენ არ შეგიძლიათ პრონოზირებაო. ცნობილი ეკონომისტი, რომელსაც ჭკუა ნამდვილად მოეკითხება - ალან გრინსპენი ამბობს: დამდგარმა ფინანსურმა კრიზისმა გვაჩვენა ეკონომიკური პროგნოზირების შეუმდგარობა. ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება კარგია, მაგრამ პროგნოზირება არ არის ზუსტი მეცნიერება. ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა, ჯერჯერობით ადამიანს არ მოუგონია ისეთი ფორმულა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შევიყვანოთ რაღაც მონაცემები და ცხოვრების ზუსტი მოდელი შევქმნათ. საზოგადოების განვითარებაზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი. ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა. საზოგადოება კი არის ცხოვრება და ცხოვრებას ასე ვერ დაგეგმავთ. მით უმეტეს, რომ არსებობს გარე შოკი. საქართველოს აქვს მცირე ღია ეკონომიკა, მასზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. ვინმე წარმოიდგენდა იმას, რომ ნავთობის ფასი 120 დოლარიდან 50 დოლარზე ჩამოვიდოდა? ეს, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ - ცუდი. ჩვენთვს კარგია, რომ ნავთობპროდუქტები გაიაფდა და ამან შესაძლებლობა მოგვცა შედარებით დაბალი დანახარჯით ვაწარმოოთ პროდუქცია, მაგრამ ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს შეუმცირდა შემოსავალი. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ექსპორტი და იქიდან კი ფულის ნაკადი შემცირდა. ასე რომ, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია", - განმარტავს რესპონდენტი.

"ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ფინანსთა სამინისტრო არა მარტო შიდა აუდტზე მუშაობს, არამედ სახელმწიფო მხარჯავი დაწესებულებების განვითარებაზე. აღებული გვაქვს ვალდებულება და წელს რამდენიმე თვეში შეიქმნება ჰარმონიზაციის ცენტრი და რომელიც ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშავებს. თავისთავად ცხადია შიდა აუიდიტი, შიდა ფინასური კონტროლი აუცილებელია მენეჯერებისთვის, რათა ნახონ, წარმოიდგინონ არსებული პრობლემა, გააკეთონ პრევენცია. ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, გვეხმარება ევროკავშირი. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ყოფილ საბჭოა სივრცეში", - განაგრძობს მინისტრი.

"ბიუჯეტის დეფიციტი 3,3%-ზე იყო დაგეგმილი. 3%-იან პარამეტრამდე შევამცირეთ. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საბიუჯეტო ხარჯს და ბიუჯეტის დეფიციტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია. კომერციულმა ბანკებმა 31 დეკემბერს ეროვნული ბანკისგან 100 მილიონი ლარით მეტი ისესხეს, მათ რომ ბევრი ფული ჰქონოდათ, ეროვნული ბანკისგან ფულს არ ისესხებდნენ, ვინაიდან 5 იანვრამდე ეს ფული ტყუილად უნდა გაეჩერებინათ. ხაზინაში დეპოზიტების გადასვლა დაიწყო 5 იანვარს და არა 31 დეკემბერს ან 27 ნოემბერს. 27 ნოემბრიდან კომერციუოლმა ბანკებმა დაიწყეს უფრო მეტი ფულის სესხება ეროვნული ბანკისგან, ვიდრე მანამდე სესხულობდნენ, საუბარია, რეფინანსირების სესხებზე. თქვენ რეალურად ამ თემებზე მუშაობთ და ეს კარგად იცით. ხაზინაში დეპოზიტების გადმოტანა დავიწყეთ 5 იანვარს და თანაც არა ერთბაშად, არამედ პროპორციულად. ბევრმა ბანკმა ეს თანხა ერთ-ორ დღეში უკან დაიბრუნა. გაცვლითი კურსის ცვლილებას იწვევს დოლარის მიმოქცევაში შემცირება. ბოლო დროს შემცირდა ექსპორტი და გადმორიცხვა, თუმცა შარშან იყო ყველაზე მეტი ინვესტიცია 2008 წლიდან მოყოლებული, მაგრამ სავაჭრო თვალსაზრისით დამოკიდებული ვართ ისეთ ქვეყნებზე, სადაც მართლაც რთული მდგომარეობაა. ამიტომაც მიმოქცევაში არსებული დოლარების რაოდენობა მცირდება. იმპორტი დაახლეობით იგივეა, ამიტომ დოლარის გადინება იმდენივეა, შემოდინება - ნაკლები, რამაც გამოიწვია ეს რყევა. იყო პერიოდი, როდესაც, ჩემი აზრით, არასწორი მოლოდინი შეიქმნა, ალბათ, სხვა მოქმედებები იყო საჭირო, რათა ეს აჟიოტაჟი ჩამცხრალიყო, როდესაც კურსი ძალიან მაღლა წავიდა. ეროვნული ბანკი გვაიმედებს, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდება. დაველოდოთ მოვლენებს, მით უმეტეს მონეტარულ პოლიტიკაზე საუბარი ფინანსთა მინისტრის კომპეტენცია არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური მიზნები და პარამეტრები მიღწეული იყოს. მთავარი პრობლემა მაინც არის ჩვენი აზროვნების "დოლარიზაციაა" - არა მარტო ეკონომიკა, აზროვნებაც დოლარიზებული გავაქვს. ხედავთ, ევროპაში როგორ შეიცვალა დოლარისა და ევროს გაცვლითი კურსი, პრაქტიკულად ისევე, როგორც ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსი. მაგრამ ამას იქ ტრაგედიად არავინ აღიქვამს იმიტომ, რომ ყველა ძირითადი ტრანზაქცია კეთდებოდა და კეთდება ევროში. შესაბამისად, ისეთი დარტყმა მსესხებლებზე, როგორც ეს საქართველოში მოხდა, იქ არ ყოფილა. ჩვენი მიზანია, ლარის მიმართ ნდობა გავზარდოთ. ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ანგარიშგება მოახდინონ ლარში და არა დოლარში. ამას ემატება ისიც, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ა.შ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვენდოთ ლარს", - დასძენს ნოდარ ხადური.

"ექსმინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ცნობილი ვიზიტის დროს, პარიზში, მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, ხელი არ მოეწერა საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის. მოქმედი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე თავდაცვის ექსმინისტრს ირაკლი ალასანიას პასუხობს: "მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, იქნებ დააზუსტოთ ბატონ ალასანიასთან, რას გულისხმობს, ამის მერე გავაკეთებ განცხადებას. ჭორაობის საგანი გახდა ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც არ არსებობს. სინამდვილეში საუბარია განზრახულობათა წერილზე, რომელზეც ხელმოწერა უკვე განხორციელებულია". ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი პირველი იყო, ვინც ზარის ავტორი დაასახელა, რომელსაც პირველ ეტაპზე ალასანია გულმოდგინედ მალავდა, მინდია ჯანელიძემ "ალიასთან" საუბარში, მაშინვე დაადასტურა, რომ ალასანიასთან ნამდვილად ჰქონდა სატელეფონო საუბარი, თუმცა ეს საკითხი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია და დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. "ალიას" კითხვებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით თავდაცვის უწყებაში ახალი სკანდალი მწიფდება - სად არის დოკუმენტი, რომელსაც ალასანიამ პარიზში ხელი მოაწერა?

"არსებობს მყარი ლოგიკა და შევეცადოთ, მას გავყვეთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა ადვოკატობა გავუწიო ბატონ მინდია ჯანელიძეს და დავიცვა ის იმ თავდასხმებისგან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ამ სატელეფონო ზარის ინიციატორი თავად ჯანელიძე იყო. არამც და არამც! ის ამ შემთხვევაში მხოლოდ შემსრულებელი იყო. მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მოადგილის ანალოგიური შეთავაზება უკუგდებული იქნა პარიზში, ეს იყო პირველი მცდელობა, რომ დამორჩილებოდა თბილისიდან ზარს თავდაცვის მინისტრი. ამის შემდეგ, უკვე ბატონი ჯანელიძე ჩაერთო საქმეში და ჩემთვის გაუგებარია, რატომ თვლიან, რომ ეს არის საიდუმლო თემა, მაშინ როცა თუ ვინმესგან უნდა იყოს ეს თემა გასაიდუმლოებული, ის მხარე, შესანიშნავად ფლობს ინფორმაციას", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

"ფაქტია, რომ საფრანგეთთან ამ თემაზე ალასანიამ დაიწყო ლაპარაკი, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის მოსაზრება, უსაფრთხოების საბჭოს იმ დროინდელი მდივნის, ბატონი მინდია ჯანელიძის აზრი, იყო თუ არა ეს საკითხი განხილული უსაფრთხოების საბჭოს თავყრილობაზე რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ბატონი ალასანია ამ მიზნით საფრანგეთში გაემგზავრებოდა", - აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.

"კონტრაქტი არ დადებულა, დღემდე მოქმედი დოკუმენტი თუ რამდენიმე დღის წინ პარიზში ყოფნისას მინდია ჯანელიძემ არ დახია, ეს დოკუმენტი ძალაშია, მასზე ლეგიტიმური ხელმოწერაა საქართველოს სახელით და ალბათ, ფრანგები დაბნეულები არიან, როცა ამ დოკუმენტის ინიციატორსა და ხელმომწერს ასე თავგამოდებით ჭირხვნის დღევანდელი ხელისუფლება. მე მაინტერესებს, ჰქონდა თუ არა ეს საკითხი ბატონ ალასანიას განხილული პრემიერ-მინისტრისა და უსაფრთხოების საბჭოს წევრების თანდასწრებით და ჰქონდა თუ არა თანხმობა ასეთი ხელმოწერისთვის, როცა ის პარიზში მიემგზავრებოდა", - განაგრძობს ექსპერტი.

"ყველაფერს გვიჩვენებს შედეგი და როდესაც გავიგებთ, რა მოუვიდა იმ ქაღალდს, რომელზეც ბატონი ირაკლი ალასანიას ხელმოწერა იყო და სამხედრო უწყების ბიუჯეტში არის თუ არა შესაბამისი თანხა გამოყოფილი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარის შესაძენად, მაშინ ვილაპარაკებთ, რა კურსით მიდის ხელისუფლება", - დასძენს რესპონდენტი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ