მინდია ჯანელიძე - ე.წ.კაბელების საქმეზე ჩემი პოლიტიკური პოზიცია საბოლოო ვერდიქტის შემდეგ ჩამოყალიბდება

მინდია ჯანელიძე - ე.წ.კაბელების საქმეზე ჩემი პოლიტიკური პოზიცია საბოლოო ვერდიქტის  შემდეგ ჩამოყალიბდება

ე.წ.კაბელების საქმეზე ჩემი პოლიტიკური პოზიცია საბოლოო ვერდიქტის გამოტანის  შემდეგ ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ჯანელიძის პოზიციით ე.წ. კაბელების საქმეზე "თავისუფალი დემოკრატები" დაინტერესდნენ.

"ვწუხვარ, რომ ეს შემთხვევა მოხდა. მასთან მიმართებაში მე შეიძლება ჩემი პირადი მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ ვერ ჩავერევი იმ პროცესში რასაც საგამოძიებო პროცესი და სასამართლო განხილვა ჰქვია. ჩემი პოლიტიკური პოზიციაც ჩამოყალიბდება მას შემდეგ რაც საბოლოო ვერდიქტი დაიდება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება. მე ეჭვი არ შემაქვს არც სასამართლოს, არც პროკურატურის კომპეტენციაში, არც მათ საიმედოობაში", - განაცხადა ჯანელიძემ.