ქართველი მოჭადრაკე საერთაშორისო ტურნირიდან გააძევეს

ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააძევეს. გარდა ამისა, ნიგალიძეს 15-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიგალიძე ტიგრან პეტროსიანს ეთამაშებოდა და ხშირად გადიოდა ტუალეტში, რაზეც პეტროსიანმა მსაჯებს უთხრა და მეტოქისთვის თვალის დევნება სთხოვა.

ნიგალიძეს ტუალეტში მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული და ერთ-ერთი საჭადრაკო პროგრამის დახმარებით სავარაუდო სვლებს ამოწმებდა. ნიგალიძე ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა. კაბინის შემოწმების შემდეგ კი ტუალეტის ქაღალდში გახვეული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

ნიგალიძის თქმით, მობილური ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი სახელით იყო შესული და ასევე, მის სათამაშო პარტიას ერთ-ერთი ჭადრაკის პროგრამა აანალიზებდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია