"ჰილტონი" ბათუმში 247 ნომრიან სასტუმროს ხსნის

20 მაისს "ჰილტონი" ბათუმში 247 ნომრიან სასტუმროს ხსნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში "ჰილტონის" წარმომადგენლობიდან აცნობეს , მრავალსართულიან სასტუმროში განთავსებულია ქართული რესტორანი PELIONI, TANDILA LOBBY CAFE, და NEPHELE BAR, რომელიც მდებარეობს 20-ე სართულზე ღია ტერასით.

სასტუმროში ფუნქციონირებს დახურული აუზი ვერანდით, სავარჯიშო დარბაზი და EFOREA SPA, რომელიც დამსვენებელს უნიკალურ პროცედურებს გთავაზობთ.

სასტუმროს ასევე განსაკუთრეული სადღესასწაულო დარბაზი აქვს, EXECUTIVE LOUNGE, შვიდი შეხვედრების ოთახი.

ოთახების უმრავლესობას აქვს აივანი.

სასტუმროს ასევე აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა