ქობულეთის სკოლის მოსწავლეებმა დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქობულეთის #1 და #2-ე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ, ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

როგორც სკოლის მოსწავლე თამარ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გადაწყვიტეს გარდაცვლილების ოჯახებისთვის თანადგომა ამ ფორმით გამოეხატათ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილთა სულებისთვის.

ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი ევროპის პარლამენტში გიორგი ქათამაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ურთიერთბრალდებებისა და ვარაუდებისგან თავი შეიკავონ, რადგან ამით ირღვევა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის დეკლარაცია.

გიორგი ქათამაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ქობულეთში მომხდარი უბედური შემთხვევა, არა მხოლოდ რუსთავისა და ქობულეთის, არამედ სრულიად საქართველოს ტრაგედიაა.

"გავრცელდა ბრალდებები, რომელიც არის დაუზუსტებელი. ამით ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის დეკლარაციის ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია ადამიანის უფლება, რომ ის არის უდანაშაულო სანამ არ დამტკიცდება მისი დანაშაული. შესაბამისად, ამ მუხლის დარღვევა რომ არ მოხდეს, როდესაც ქვეყანას აქვს ევროპეიზაციის და ევროინტეგრაციის ამბიცია, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თავი შეიკავონ და გამოძიებას და ექსპერტიზას სცენ პატივი და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, რომელიც იქნება საფუძვლიანი", - განაცხადა გიორგი ქათამაძემ.

ქობულეთში სასტუმრო "არმაზი" 10 მაისს დაიწვა. ხანძრის დროს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ "სიხარული 2"-ის სამი წევრი დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება