ვაჟა ფანჩულიძე თანამდებობის დატოვების მიზეზს განმარტავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვაჟა ფანჩულიძე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაჟა ფანჩულიძემ განუცხადა, თანამდებობიდან მისი წასვლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, დავით შავლიაშვილის გადადგომას უკავშირდება.

"დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენს სამინისტროში მინისტრი შეიცვალა. დავით შავლიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა თანამდებობები დატოვეს. ასევე, ალბათ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ სამინისტროში ერთად მივედით. როგორც კი ახალი მინისტრი მოვიდა, მე მქონდა მასთან შეხვედრა და ავუხსენი, რომ მე თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ თანამდებობა დამეტოვებინა. გამომდინარე იქიდან, რომ გზების დეპარტამენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, ამიტომ თანამდებობის დატოვების მყისიერი გადაწყვეტილება შეიძლება უარყოფითად ასახულიყო დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებზე, მიმდინარე სამშენებლო აქტივობებზე, ამიტომ მე ამ ერთი თვის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა ახალ მინისტრთან, გადაბარება გარკვეული საკითხების, რათა ჩავარდნა არ მომხდარიყო დეპარტამენტში", - აღნიშნა ფანჩულიძემ.

მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ახალი მინისტრი არ ყოფილა. "ბატონმა ნოდარმა თავიდანვე განაცხადა, რომ ის არ აპირებდა მოქმედი თანამდებობის პირების გაშვებას, ეს ინიციატივა მისგან არ მოდიოდა, მას სურს ყველა თანამშრომელთან გააგრძელოს მუშაობა. მე რადგან თავიდან მქონდა ეს გადაწყვეტიება მიღებული, ამის ერთგული დავრჩი", - განაცხადა ვაჟა ფანჩულიძემ.

გზების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, სად გააგრძელებს საქმიანობას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო