მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებისთვის ტრენინგებს იწყებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამების განხორციელებას იწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრიდან აცნობეს, მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ტრენინგები გაიარონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ 16 საგანში.

კურსის მონაწილეები პროგრამის ფარგლებში, საგნების მიხედვით გაივლიან სწავლების მეთოდიკას და სტრატეგიებს, ასევე მოსწავლეთა შეფასებისა და გაკვეთილის დაგეგმვის საკითხებს.

ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებისთვის სააპლიკაციო ფორმა უკვე დაიდო. მასწავლებლებს განაცხადის შევსება მითითებულ ბმულზე შეუძლიათ: http://www.tpdc.ge/registration1/reg/.

ცენტრი მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიონ ტრენინგის გავლისთვის სასურველი ტერიტორიული ერთეული. მომდევნო თვის ტრენინგზე რეგისტრაცია 15 ივნისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირებულ კანდიდატს ეცნობება კურსის ჩატარების ზუსტი დრო.

საჯარო სკოლის მოქმედ მასწავლებლებს, რომლებსაც აღნიშნული ტრენინგი არ გაუვლიათ, სწავლება დაუფინანსდება, სხვა დაინტერესებული პირებისთვის კი ტრენინგი ფასიანია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს