ილია მეორე - ამ დღეებმა გვაუწყა, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის პარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები და ბავშვები დალოცა. პატრიარქმა მათ სიტყვითაც მიმართა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, საქართველოს გამოუვლია მძიმე დღეები. "ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ მძიმე დღეები ყოფილა საქართველოში, თუნდაც ჯალალ ედ დინის შემოსევის დროს, როდესაც ააოხრეს თბილისი, ქართველი ხალხი არ გაუტეხია მტერსაც. მტერს უნდოდა ქართველი ადამიანის ხერხემალში გადატეხა, მაგრამ ეს ვერ შეძლო", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა, შესაძლებელია დაიძლიოს შრომით და ერთობით. "ამ დღეებმა გვაუწყეს ჩვენ, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ის მადლობელია უფლის, რომ ქართველ ერს ერთად ყოფნის ძალა მისცა და უფალმა აკურთხა ჩვენი ერი. პატრიარქმა დალოცა კრწანისის პარკში მყოფი ადამიანები და სრულიად საქართველო. "არ შეგეშინდეთ, ჩვენთან არს ღმერთი!", - ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე სტიქიით დაზარალებულებს სასულიერო პირებმა ზეთი აცხეს და საჩუქრად ხატები და ჯვრები გადასცეს. დაზარალებულებს ასევე გადაეცათ სხვადასხვა სახის ტკბილეული.

კრწანისის პარკში მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის და საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და მათი ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მოეწყო. ღონისძიებას დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

იხილეთ ბმული: პატრიარქმა სტიქიით დაზარალებული ოჯახები და ბავშვები დალოცა

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო