ადვოკატი - პროკურატურამ კარგად იცის, რომ FBI-ს დასკვნაში მოცემულია კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას გამამართლებელი ინფორმაცია

მოსამართლემ FBI-ს დასკვნის დედანი ოითხოვა, რომელიც პროკურატურას აქვს და ცოცხალი თავით არ გვაძლევს და ამ მოტივით არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა , - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ იმ შუამდგომლობის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც დახურულ დარბაზში განიხილეს.

ბასილაიას თქმით, ეს დასკვნა არსებობს და იგი გაასაჯაროვა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა. "პროკურატურამ კარგად იცის, რომ ამ დასკვნაში მოცემული ინფორმაცია პირდაპირ არის კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას გამამართლებელი ინფორმაცია. ეს დასკვნა წერტილს უსვამს იმ მანიპულაციებს, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე ვისმენთ, რომ ჟვანიას საქმეში რაღაც არის მომხდარი", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამის საპასუხოდ საქმის პროკურორმა რევაზ ნადიომ აღნიშნა, რომ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეში განიხილება სამსახურებრივი გულგრილობა და პროკურატურა ვალდებული არ არის FBI-ის დასკვნა დაცვის მხარეს გადასცეს.

"ბრალდებულების ძირითადი არგუმენტები ასეთია, რომ ჩვენ ვემორჩილებოდით ზურაბ ჟვანიას თხოვნას და ამიტომ მივიყვანეთ იმ ადგილას. ანუ პრაქტიკულად ეს აღიარებაა - ისინი ამბობენ, რომ მათი მოვალეობის საწინააღმდეგოდ მიიყვანეს იმ ბინაში და დატოვეს. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო შედეგებზე თავის თავზე აიღეს. თუ ამბობ, რომ მე გადავუხვიე წესს და პირდაპირ მივიღე ეს გადაწყვეტილება, პრემიერის მოთხოვნის საფუძველზე იგი დავტოვე დაცვის გარეშე, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო იმ შედეგზე, რომელიც დადგა", - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, მან შეაფასა ბრალდებულების შესავალი სიტყვა. რეზო ნადოის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ ხარშილაძისა და ძაძამიას ჩვენებები რაიმე ღირებულების მქონე არ არის.

ზურაბ ჟვანიას დაცვისა და დაცვის ცვლის უფროსების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების პირობებში 14 ივლისს, 11:00 საათზე განახლდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო