გლდანში აფეთქების ადგილი დავით ნარმანიამ და კახა კალაძემ მოინახულეს

გლდანის მე-6 მიკრორაიონის #2-ე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ვიცე პრემიერი კახა კალაძე და რაიონის გამგებელი მივიდნენ. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა განუცხადა, საპატრულო და სამაშველო ბრიგადებთან ერთად, კორპუსში კონსტრუქტორებიც მუშაობენ, რათა შენობის მდგრადობის შესწავლა მოხდეს.

"სამწუხაროდ, საცხოვრებელი კორპუსი ძლიერადაა დაზიანებული. გარდაცვლილია ორი ადამიანი, ეს უკვე დადასტურებულია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. გამოვიძახეთ კონსტრუქტორებიც და დამატებითი ტექნიკაც, რომელმაც უნდა შეისწავლოს ამ შენობის მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხი, რათა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პროცესში კიდვე არ მივიღოთ მსხვერპლი", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება დაშავებულებს, ნარმანიას ინფორმაციით, ერთის გარდა, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. "აფეთქების გამომწვევი მიზეზი კი საგამოძიებო პროცედურების დასრულების შედეგად უნდა დადგინდეს", - აღნიშნა თბილისის მერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს